ავტორიზაცია

"მანჩესტერში რომ გადავედი დე ხეამ მკითხა, ნოიერს ხომ ვჯობივარო, ჩემმა პასუხმა ის გააბრაზა", - შვაინშტაიგერი

"მანჩესტერში რომ გადავედი დე ხეამ მკითხა, ნოიერს ხომ ვჯობივარო, ჩემმა პასუხმა ის გააბრაზა", - შვაინშტაიგერი
თარიღი 25 Oct 2021, 17:15

გერმანიის ნაკრების ექს-ნახევრმცველმა, ბასტიან შვაინშტაიგერმა, დავიდ დე ხეასთან ურთიერთობაზე ილაპარაკა.

„როცა „მანჩესტერ იუნაიტედში“ გადავედი, დე ხეამ მკითხა: „თქვი, ნოიერზე უკეთესი ხომ ვარ?“, მე კი ვუპასუხე: „არა, არ არის ასე. ის სულ სხვა დონეზეა.“

დავიდი ძალიან გაბრაზდა, მაგრამ მე ავუხსენი, რატომ ვფიქრობ ასე. ყოველთვის, როცა დე ხეა კარგ მატჩს ატარებდა, ამ კითხვას ისევ და ისევ მისვამდა, მაგრამ მე შეურყეველი ვიყავი.“ - ციტირებს შვაინშტაიგერის სიტყვებს BBC.

გერმანელი ექს-ფეხბურთელი „მანჩესტერ იუნაიტედში“ 2015-2017 წლებში თამაშობდა, რის შემდეგაც „ჩიკაგო ფაირში“ გადავიდა, ორი წლის შემდეგ კი საფეხბურთო კარიერა დაასრულა.

„მანჩესტერში“ გადასვლამდე, შვაინშტაიგერი 15 წლის მანძილზე „ბაიერნში“ თამაშობდა.