ყველანაირად უიღბლო კლასიკო - ბარსელონამ გუნდის ერთ-ერთი ლიდერი ტრავმის გამო დაკარგა
„ბარსელონას“ უახლოეს შეხვედრებში გუნდის ერთ-ერთი წამყვანი ნახევარმცველი, ფრენკი დე იონგი ვერ დაეხმარება.
კატალონიური კლუბის პრესსამსახურმა დაადასტურა, რომ ნიდერლანდელმა ფეხბურთელმა ტრავმა „რეალთან“ განვლილ კლასიკოში მიიღო.
ჰოლანდიელმა შუახაზელმა მოედანი მეორე ტაიმში დატოვა, რადგან დისკომფორტის გამო თამაში ვერ გააგრძელა.
ჯერჯერობით უცნობია, რა დრო დასჭირდება დე იონგს გამოჯანმრთელებისთვის. ალბათ, ის „რაიო ვალეკანოსთან“ მე-11 ტურის მატჩს გამოტოვებს, რომელიც 27 ოქტომბერს გაიმართება.
კლასიკოს მოგებით „რეალმა“ 20 ქულა დააგროვა და პრიმერას ცხრილში მე-2 ადგილს იკავებს, ლიდერი „სოსიედადია“ 21 ქულით, რომელსაც ერთი მატჩით მეტიც აქვს ჩატარებული.