ავტორიზაცია

უკმაყოფილო ფეხბურთელები და რონალდუს კონფლიქტი თანაგუნდელთან - სოლსკიაერს ურთულესი პერიოდი აქვს

უკმაყოფილო ფეხბურთელები და რონალდუს კონფლიქტი თანაგუნდელთან - სოლსკიაერს ურთულესი პერიოდი აქვს
თარიღი 25 Oct 2021, 17:43

„მანჩესტერ იუნაიტედის“ მთავარმა მწვრთნელმა, ოლე გუნარ სოლსკიაერმა, გუნდის რამდენიმე ფეხბურთელის ნდობა დაკარგა.

ინფორმაციას ESPN-ს ჟურნალისტი მარკ ოგდენი ავრცელებს.

როგორც ირკვევა, „ლივერპულთან“ 0:5 განადგურების შემდეგ, „იუნაიტედის“ რამდენიმე წამყვანი ფეხბურთელისთვის სოლსკიაერის გარკვეული გადაწყვეტილებები ყოვლად მიუღებელი და გაუგებარი აღმოჩნდა.

პირველ რიგში, ფეხბურთელები სოლსკიაერის ფავორიტიზმით არიან უკმაყოფილონი, რომელიც ცუდი ფორმის მიუხედავად, მაინც თავისი რჩეულების სასტარტოში დაყენებას აგრძელებს. 

გარდა ამისა, მწვრთნელი კრიშტიანუ რონალდუს და მეისონ გრინვუდის ურთიერთობასაც ვერ ალაგებს, პორტუგალიელი ვეტერანი უკმაყოფილოა, რომ ინგლისელი ხშირად მასზე პასის გაკეთების ნაცვლად, კარში დარტყმას ირჩევს.