ავტორიზაცია

"მფლობელების საქმეში არ ვერევი", - ინტერს მართლაც ნიუკასლის ახალი მფლობელები ყიდულობენ?!

"მფლობელების საქმეში არ ვერევი", - ინტერს მართლაც ნიუკასლის ახალი მფლობელები ყიდულობენ?!
თარიღი 25 Oct 2021, 18:38

მას შემდეგ, რაც საუდის არაბეთის უმდიდრესმა საინვესტიციო ფონდმა „ნიუკასლი“ შეიძინა, პრესაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ შესაძლოა, ამავე ფონდმა მილანის „ინტერიც“ შეიძინოს.

ამის შესახებ ინფორმაციას გუნდის გენერალური დირექტორი ბეპე მაროტა გამოეხმაურა, რომელმაც ჭორები ბოლომდე არა, მაგრამ მაინც უარყო.

„მე აქციონერი არ ვარ, ამიტომ ეს ჩემს კომპეტენციაში არ შედის, თუმცა პრეზიდენტს ველაპარაკე და მან მითხრა, რომ აუცილებლად დარჩება.

არაფერი კონკრეტული არ ხდება, თუმცა მე, როგორც უკვე ვთქვი, მფლობელების საქმეებში არ ვერევი, ეს ჩემი მოვალეობა არ არის.“ - აღნიშნა მაროტამ DAZN-თან საუბარში.

საუდის არაბეთის საინვესტიციო ფონდის ბიუჯეტი 300 მილიარდ ევროს აღმატება და ამჟამად, „ნიუკასლს“ მსოფლიოში უმდიდრესი მფლობელები ჰყავს.