ავტორიზაცია

სქოულზი: "პოგბამ ბოლო წლებში სრული ქაოსი გამოიწვია, უიმისოდ მანჩესტერს არაფერი დააკლდება"

სქოულზი: "პოგბამ ბოლო წლებში სრული ქაოსი გამოიწვია, უიმისოდ მანჩესტერს არაფერი დააკლდება"
თარიღი 25 Oct 2021, 20:44

"მანჩესტერ იუნაიტედის" ნახევარმცველმა, პოლ სქოულზმა "ლივერპულთან" (0:5) განადგურების შემდეგ მანიკუნიანელთა ნახევარმცველი, პოლ პოგბა გააკრიტიკა.

მოგეხსენებათ, ფრანგმა სუპერვარსკვლავმა მოედანზე შესვლიდან 14 წუთში წითელი ბარათი მიიღო, იქამდე რამდენიმე წუთით ადრე კი უპატიებელი შეცდომა დაუშვა, რასაც მერსისაიდელთა გოლი მოჰყვა.

"შესვენების შემდეგ გუნდის დასახმარებლად პოგბა გამოდის მინდორზე, მეტი სიმტკიცისთვის, ცდილობს აჩვენოს, რამდენად კარგია მოედნის ცენტრში... და მეტოქეს გოლს ჩუქნის".

"შემდეგ სულელური ვარდნის გამო გააძევეს. უნებურად ფიქრობ: თუ სოლსკიაერი გუნდის გაწვრთნას გააგრძელებს, კვლავ ვიხილავთ პოგბას "ემიუს" მაისურით?".

"ბოლო წლებში მან სრული ქაოსი გამოიწვია. ყველამ იცის, როგორი ნიჭიერია, ყველა მწვრთნელი ენდობა, ცდილობენ მისცენ საშუალება იყოს ის ფეხბურთელი, რომელიც იყო".

"თუმცა, მიუხედავად მის ირგვლივ ამხელა აურზაურისა, კონტრაქტი არ გაუფორმებია, თითქმის კლუბისგან გამოსასყიდს ითხოვს, შემდეგ კი მოედანზე გადის და რაღაც მსგავსს აკეთებს".

"ეს ოლეს ბრალი არ არის, სწორად გამიგეთ, მაგრამ ეს ის ნაწილია, რომელიც აჯამებს "ემიუსთვის" ამ მატჩს".

"ის ალბათ ისევ ითამაშებს, ხომ? მაგრამ არა მგონია, "იუნაიტედმა" რაიმე დაკარგოს, თუ ის აღარ ითამაშებს".

"პოგბას უამრავი შანსი ჰქონდა, მუდმივად ამბობს, რომ სტაბილურობა არ ჰყოფნის, მაგრამ ის, რაც გააკეთა, - უბრალოდ მწვრთნელისა და თანაგუნდელების მიმართ დისციპლინის ნაკლებობას და უპატივცემულობას ავლენს", - ციტირებს სქოულზის სიტყვებს The Sun.