ავტორიზაცია

მანჩესტერ იუნაიტედმა სოლსკიაერი შესაძლოა ტოტენჰემთან მატჩამდე დაითხოვოს

მანჩესტერ იუნაიტედმა სოლსკიაერი შესაძლოა ტოტენჰემთან მატჩამდე დაითხოვოს
თარიღი 25 Oct 2021, 21:28

როგორც გამოცემა Manchester Evening News იტყობინება, ოლე გუნარ სოლსკიაერმა შესაძლოა "მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარი მწვრთნელის პოსტი დატოვოს.

კლუბის ხელმძღვანელობა სერიოზულად დაფიქრდა ნორვეგიელი სპეციალისტის პრემიერ ლიგის მე-10 ტურში "ტოტენჰემთან" გასამართ მატჩამდე გათავისუფლებაზე.

"იუნაიტედმა" ბოლო 9 მატჩიდან 5 დათმო, პრემიერ ლიგაში კი უკვე ზედიზედ ოთხი შეხვედრაა ვერ იგებს.

"ეშმაკუნებმა" გუშინ "ლივერპულთან" (0:5) ურთიერთშეხვედრების ისტორიაში ყველაზე დიდი საშინაო მარცხი იგემეს.

ცნობისთვის, "იუნაიტედმა" ივლისში სოლსკიაერს ახალი კონტრაქტი გაუფორმა, რომელიც 2024 წლის ზაფხულამდეა გათვლილი.