ავტორიზაცია

"სოლსკიაერი მანჩესტერის შესაფერისი არ არის", - კარაგერმა ნორვეგიელის სამწვრთნელო შტაბი გააკრიტიკა

"სოლსკიაერი მანჩესტერის შესაფერისი არ არის", - კარაგერმა ნორვეგიელის სამწვრთნელო შტაბი გააკრიტიკა
თარიღი 25 Oct 2021, 20:23

"ლივერპულის" ყოფილმა მცველმა, ჯეიმი კარაგერმა "მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარი მწვრთნელის, ოლე გუნარ სოლსკიაერის მუშაობა ისაუბრა.

"ოლემ კარგად იმუშავა, მაგრამ კლოპის, ტუხელისა და პეპისთვის კონკურენციის გასაწევად, "ემიუს" უფრო ძლიერი მწვრთნელი სჭირდება".

"ჩემი წინა განცხადება უპატივცემულობის გამოხატვა არ ყოფილა. ოლეს გამო ვწუხვარ, კარიერაში ყველაზე ცუდი დღე ჰქონდა. არ მინდა რეპლიკების გაცვლა-გამოცვლა, ვიცი, რომ ოლემ ჩემს ნათქვამს უპასუხა".

"უსიამოვნოა იმაზე საუბარი, როცა ვიღაც გასათავისუფლებელია. მაგრამ ჩვენ არ ვგრძნობთ დისკომფორტს, როცა ვამბობთ, რომ ფრედი არასაკმარისად კარგია, რომ მაკტომინაი არასაკმარისად კარგია. ამიტომაც, ყოველგვარი შეშფოთების გარეშე ვაცხადებ, სოლსკიაერი არასაკმარისად კარგია".

"ემიუს" უფრო ძლიერი მწვრთნელის ჭირდება. ოლე ამ კლუბის შესაფერისი არ არის. კარგად იმუშავა, მაგრამ საჭიროა ის, ვინც მათ შემდეგ დონეზე აიყვანს. სამწუხაროდ, სოლსკიაერი არ არის კლოპი, არ არის ტუხელი და არ არის გვარდიოლა. ეს დღის სინათლესავით ნათელია".

"ემიუში" მსოფლიოს საუკეთესო მწვრთნელებმა უნდა იმუშაონ. თუ მთავარ მწვრთნელად ოლე გყავთ, მაშინ ასისტენტი ვიღაც კარლუშ კეირუში უნდა იყოს. არ შეიძლება დაეყრდნო მათ, ვინც ჯერ მხოლოდ ახლა სწავლობს პროფესიის სირთულებს. მათ ჰყავთ მაიკ ფელანი, მაგრამ არა მგონია, რომ ის მწვრთნელი იყოს, კერიკსა და მაკენის კი სამწვრთნელო გამოცდილება საერთოდ არ აქვთ", - ციტირებს კარაგერის სიტყვებს Sky Sports.

"სოლსკიაერი მუდმივად წარსულზე ლაპარაკობს", - კარაგერმა მანჩესტერს ახალი მწვრთნელის დანიშვნა ურჩია