ავტორიზაცია

"მესი გუნდს მოწყვეტილია და ბურთს იშვიათად იღებს", - ანრის აზრით, პსჟ მესის არასწორად იყენებს

"მესი გუნდს მოწყვეტილია და ბურთს იშვიათად იღებს", - ანრის აზრით, პსჟ მესის არასწორად იყენებს
თარიღი 25 Oct 2021, 21:42

საფრანგეთის ეროვნული ნაკრების თავდამსხმელმა, ტიერი ანრიმ "პსჟ"-ს რიგებში ლიონელ მესის ასპარეზობა შეაფასა.

"მესი გუნდს მოწყვეტილია და ბურთს იშვიათად იღებს. ვერ ვიტყვი, "პსჟ"-ში თავს ცუდად გრძნობს-თქო, მაგრამ ვხედავ, რომ იზოლირებულია".

"მე ის უფრო მომწონს, როცა მესი ცენტრში თამაშობს. არა მგონია, მარჯვნიდან უფრო სასარგებლო იყოს. არცთუ ისე წარმატებული პერიოდი აქვს, ცენტრში კი რიტმის მოცემა შეუძლია. მესის, ნეიმარისა და მბაპეს ერთად გამოყენებისთვის გამოსავალის პოვნაა საჭირო".

"ზუსტი მონაცემები არ მაქვს, მაგრამ ვფიქრობ, ისინი ძალიან ეფექტურები არ არიან. ლეო შეტევებში ნაკლებად მონაწილეობს", - ციტირებს ანრის სიტყვებს Marca.

ცნობისთვის, მიმდინარე სეზონში 34 წლის არგენტინელმა სუპერვარსკვლავმა ჩემპიონთა ლიგაზე ჩატარებულ 3 მატჩში 3 გოლი გაიტანა, თუმცა ლიგა 1-ში მან უკვე 4 უგოლო შეხვედრის ჩატარება მოასწრო.