განხეთქილება მანჩესტერში — ზოგიერთ ფეხბურთელს სოლსკიაერისა და მისი შტაბის აღარ სჯერა
"მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარი მწვრთნელის, ოლე გუნარ სოლსკიაერის გარშემო არსებული ვითარება კვლავ გაურკვეველია.
როგორც ავტორიტეტული გამოცემა Goal.com იტყობინება, გუნდის ზოგიერთ ფეხბურთელს კლუბის ხელმძღვანელობისა და სამწვრთნელო შტაბის პრაქტიკულად აღარ სჯერა.
საერთო ჯამში, "იუნაიტედის" ფეხბურთელები სოლსკიაერს გვერდში უდგანან, მიუხედავად წარუმატებელი სერიისა, მაგრამ ზოგიერთ მოთამაშეს ეჭვი ეპარება იმაში, რომ ოლესა და მის შტაბს იმ კრიზისთან გამკლავება, რომელშიც მისი გუნდი აღმოჩნდა და პრემიერ ლიგის სატურნირო ცხრილში მდგომარეობის გამოსწორება შეუძლია.
"ოლდ ტრაფორდზე" "ლივერპულთან" (0:5) განადგურების შემდეგ გაბატონებას იწყებს მოსაზრება, რომ სოლსკიაერი ტაქტიკას ცუდად არჩევს.
აქამდე გავრცელებული ინფორმაციით, არ არის გამორიცხული, ნორვეგიელი სპეციალისტი პრემიერ ლიგის მომდევნო ტურში "ტოტენჰემთან" გასამართ მატჩამდე გაათავისუფლონ.