ანრი: "მესი ცოტას საუბრობს, ბურთი უფრო აინტერესებს, მაგრამ პსჟ ამჟამად მბაპეს გუნდია"

საფრანგეთის ნაკრებისა და "ბარსელონას" ყოფილმა თავდამსხმელმა, ტიერი ანრიმ "პსჟ"-ში ფორვარდ ლიონელ მესის როლის შესახებ ისაუბრა.
"მესი ცოტას საუბრობს, ბურთი უფრო აინტერესებს. ამჟამად "პსჟ" მბაპეს გუნდია, სწორედ კილიანის წყალობით ბრწყინავს იგი. მოედანზე სწორედ მას ეძებენ, რათა გადაცემა გაუკეთონ".
"ახლა "პსჟ"-ს მხოლოდ ერთი დირიჟორი შეიძლება ჰყავდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში გუნდი ძველი ტემპით ვერ ითამაშებს. ამ გუნდში კი ბევრი დირიჟორია", - ციტირებს ანრის სიტყვებს RMC Sport.
ცნობისთვის, მიმდინარე სეზონში 34 წლის არგენტინელმა სუპერვარსკვლავმა ჩემპიონთა ლიგაზე ჩატარებულ 3 მატჩში 3 გოლი გაიტანა, თუმცა ლიგა 1-ში მან უკვე 4 უგოლო შეხვედრის ჩატარება მოასწრო.

