ლუკაკუს ტრავმის დეტალები გასაჯაროვდა — რამდენი ხნით გამოაკლდა ბელგიელი ჩელსის?
ცნობილი გახდა "ჩელსის" თავდამსხმელ რომელუ ლუკაკუს ტრავმის დეტალები, რომელიც ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მე-3 ტურში "მალმიოსთან" (4:0) გამართულ მატჩში დაშავდა.
როგორც ბრიტანული გამოცემა The Sun იტყობინება, 28 წლის ბელგიელს ტერფი აქვს დაზიანებული და 3-4 კვირას იუქმებს.
აქამდე, "ჩელსის" მთავარმა მწვრთნელმა, ტომას ტუხელმა თქვა, რომ რომელუ პრემიერ ლიგაში "ნორვიჩთან" და თასზე "საუთჰემპტონთან" გასამართ შეხვედრებს გამოტოვებს.
ინგლისის ჩემპიონატის მიმდინარე გათამაშებაში გამოცდილმა ფორვარდმა 7 მატჩში მიიღო მონაწილეობა და 3 გოლი გაიტანა.
ლუკაკუ "ჩელსიში" 2021 წლის აგვისტოში "ინტერიდან" გადავიდა. ბელგიელი აქამდე ლონდონურ კლუბში 2011 წლიდანაც თამაშობდა, მაგრამ სასტარტო შემადგენლობაში ადგილი ვერ დაიმკვიდრა, ამიტომაც იჯარით "ვესტ ბრომვიჩსა" და "ევერტონში" ითამაშა, 2014 წელს კი "მანჩესტერ იუნაიტედში" გაიყიდა.