"ვინისიუსი კულეა, სიხარულისგან ტიროდა, როცა კლუბმა პსჟ-ს 6:1 მოუგო", - ბარსელონას ყოფილი სკაუტი
"ბარსელონას" ყოფილმა სკაუტმა, ანდრე კურიმ, რომელიც სამხრეთ ამერიკაში მუშაობდა, განაცხადა, რომ ამჟამად "რეალის" თავდამსხმელი, ვინისიუს ჟუნიორი შეიძლებოდა "ლურჯ-ბროწეულისფერთა" რიგებში აღმოჩენილიყო.
"ვინისიუსი "ბარსელონას" გულშემატკივარია. ის "კულეა", "კულე". სიხარულისგან ტიროდა, როცა კატალონიურმა კლუბმა "პსჟ" 6:1 დაამარცხა".
"ერთ რაღაცას გეტყვით. "რეალმა" ვინისიუსი ისე იყიდა მისი ერთი თამაშიც კი არ ჰქონდა ნანახი. როცა ცნობილი გახდა, რომ ფეხბურთელის შეძენა "ბარსას" უნდოდა, ფლორენტინო პერესმა გადაწყიტა ჩვენთვის ეჯობნა. არ უნდოდა ისეთი რამ მომხდარიყო, რაც ნეიმარის შემთხვევაში მოხდა", - ციტირებს კურის სიტყვებს AS.
შეგახსენებთ, ვინისიუსი მადრიდული გრანდის ღირსებას 2018 წლიდან იცავს, კლუბს იგი "ფლამენგოდან" 35 მილიონ ევროდ შეუერთდა.
ცნობისთვის, მოქმედი ხელშეკრულების ვადა 21 წლის ბრაზილიელ თავდამსხმელს "რეალთან" 2025 წლის ივნისის ბოლომდე აკავშირებს.