"ბოლო წუთამდე ველოდეთ" - რატომ არ იყო ოქრიაშვილი არისთან მატჩში?
კვიპროსის ჩემპიონატის მე-7 ტურში არისისა და აპოელის შეხვედრა სტუმრებმა 0-1 მოიგეს.
აღნიშნულ შეხვედრაში ნიქოზიელთა შემადგენლობაში მხოლოდ ერთი ქართველი იყო - გიორგი ქვილითაია და ისიც სკამზე. ბუბა დაუშვილს კოჭის ტრავმის გამო არ უთამაშია, ხოლო თორნიკე ოქრიაშვილი ყველასთვის მოულოდნელად განაცხადში არ იყო.
მალევე, ნიქოზიის აპოელის პრეს-სამსახურის უფროსმა ამის მიზეზი განმარტა.
"მატჩისწინა დღეს თორნიკე ოქრიაშვილმა თავი შეუძლოდ იგრძნო. ბოლო წუთამდე ველოდეთ, რომ მისი მდგომარეობა გაუმჯობესდებოდა, მაგრამ ჯანმრთელობა ყველაზე მნიშვნელოვანია და იგი განაცხადს მიღმა დარჩა," - წერია კვიპროსულ პრესასთან გაკეთებულ კომენტარში.
თორნიკე ოქრიაშვილი, ბუბა დაუშვილთან და გიორგი ქვილითაიასთან ერთად აპოელს 2021 წლის ზაფხულში თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა და მას შემდეგ მხოლოდ ერთი, მაგრამ ულამაზესი გოლი გაიტანა.