ავტორიზაცია

ამ გრაფიკს ვინ ადგენს? - ცნობილია, სად ჩატარდება საქართველო - უზბეკეთის მატჩი

ამ გრაფიკს ვინ ადგენს? - ცნობილია, სად ჩატარდება საქართველო - უზბეკეთის მატჩი
თარიღი 26 ოქტ 2021, 11:40

საქართველოსა და უზბეკეთს შორის გასამართ ამხანაგურ შეხვედრას თბილისი, ბორის პაიჭაძის სახელობის "დინამო არენა" უმასპინძლებს.

ამის შესახებ უზბეკეთის ფეხბურთის ფედერაციის ოფიციალური გვერდიდან ვიგებთ, სადაც მატჩის ლოკაციად თბილისის ბორის პაიჭაძის სტადიონი აქვთ მითითებული.

საქართველოს ნაკრები ამ მატჩით 2021 წელს დაამთავრებს. მანამდე კი 3 დღით ადრე, 12 ნოემბერს ბათუმში შვედეთის ეროვნულ ნაკრებს წლის ბოლო ოფიციალურ შეხვედრაში დაუპირისპირდებიან.

საქართველოს ნაკრები მსოფლიოს საკვალიფიკაციო ეტაპის ჯგუფში 4 ქულით ბოლოსწინა, მე-4 ადგილზეა. მასზე უკან მხოლოდ კოსოვოა, ამდენივე ქულით, თუმცა უკეთესი სტატისტიკა გვაქვს.