ფოტო: ქართველი ფეხბურთელებისგან შემდგარი ყველა დროის საუკეთესო 11-ეული IFFHS-ის ვერსიით

ფეხბურთის ისტორიისა და სტატისტიკის საერთაშორისო ფედერაციამ, იგივე IFFHS-მა ქართველი მოთამაშეებისგან შემდგარი ყველა დროის საუკეთესო 11-ეული დაასახელა.
კარს იცავს ანზორ კავაზაშვილი, რომლის წინ განლაგებულია მცველთა შემდეგი ოთხეული: ცენტრი - მურთაზ ხურცილავა/ალექსანდრე ჩივაძე, მარცხნივ - კახა კალაძე, მარჯვნივ კი რევაზ ძოძუაშვილი.
ნახევარდაცვა - დავით ყიფიანის, ვიტალი დარასელიასა და თენგიზ სულაქველიძის ტრიო. თავდასხმა: მარჯვენა ფლანგი სლავა მეტრეველი, მარცხენა ფლანგი - მიხეილ მესხი, ცენტრში კი ბორის პაიჭაძე. ეთანხმებით თუ არა ამ არჩევანს?
ამ გრაფიკს ვინ ადგენს? - ცნობილია, სად ჩატარდება საქართველო - უზბეკეთის მატჩი