ქართულ-რუსული დაპირისპირება ჩაინიშნა! - ვინ არის ილია თოფურიას შემდეგი მეტოქე?

ოფიციალურად დადასტურდა, რომ ილია თოფურიას შემდეგი მოწინააღმდეგე მოვსარ ევლოევი იქნება. ქართველი და რუსი მებრძოლები ერთმანეთს დაუპირისპირდებიან 2022 წლის 22 იანვარს, UFC-ის რიგით 270-ე ივენთზე.
რა ვიცით "მატადორის" მეტოქის შესახებ? წარმოშობით ინგუში მოჩხუბარე, რომელიც 15 ბრძოლის განმავლობაში დაუმარცხებელის სტატუსს ინარჩუნებს. მსოფლიოს ყველაზე პოპულარულ ორგანიაზაციაში "უშიშარი" 2019 წლიდან გამოდის.
კონკრეტულად UFC-ში 27-წლის მებრძოლის სტატისტიკა ხუთიდან ხუთ გამარჯვებას შეადგენს. თავისი წონითი კატეგორიის დივიზიონის რეიტინგში ევლოევი მე-13 პოზიციას იკავებს.
რუსი მოჩხუბრის მსგავსად, დაუმარცხებელია თოფურიაც, რომელმაც თავის კარიერაში მოიგო 11/11 ბრძოლა, კონკრეტულად UFC-ში კი სამიდან სამი. შეგახსენებთ, ქართველმა დაამარცხა რაიან ჰოლი, დეიმონ ჯექსონი და იუსეფ ზალალი. ეს კი მოვსარი: