ავტორიზაცია

VIDEO: "მიდი მერაბ მაგის დედა მ....ნ", - ასე ემოციურად ქომაგობდა ჭიკაძე დვალიშვილს

თარიღი 26 სექ 2021, 13:30

ამთენიისას UFC 266-ს ივენთზე MMA-ს ქართველი მებრძოლი, მერაბ დვალიშვილი ბრაზილიელ მარლონ მორაესს დაუპირისპირდა.

დაპირისპირება ლას-ვეგასში T-Mobile Arena-ზე გაიმართა და დვალიშვილის მეორე რაუნდში გამარჯვებით დასრულდა.

სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეო, სადაც ჩანს, თუ როგორ ემოციურად ქომაგობს MMA-ს კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი, გიგა ჭიკაძე თანამემამულეს.

შეგახსენებთ, უშუალოდ UFC-ში ეს დვალიშვილისთვის მე-9 ბრძოლა იყო და მან ზედიზედ მე-7 გამარჯვება მოიპოვა. მისი კარიერა ამ ორგანიზაციაში ორი მარცხით დაიწყო, თუმცა მას შემდეგ მან 7 დაპირისპირება დაასრულა თავისთვის სასიკეთოდ.