ავტორიზაცია

რეალში გადმოსვლის დღიდან, რამდენი ელ კლასიკო გამოტოვა აზარმა?

რეალში გადმოსვლის დღიდან, რამდენი ელ კლასიკო გამოტოვა აზარმა?
თარიღი 26 ოქტ 2021, 15:45

როგორც მოგეხსენებათ, მადრიდის "რეალმა" უკანასკნელ ელ კლასიკოში "ბარსელონა" ანგარიშით 2:1 დაამარცხა. "სამეფო კლუბის" განაცხადში იყო ედენ აზარი, მაგრამ მოედანზე ის არ გამოსულა.

ბელგიელი შემტევი ნახევარმცველი "ბლანკოსში" ირიცხება 2019 წლის ზაფხულიდან და ამ დროის განმავლობაში მან კატალონიელების წინააღმდეგ ერთი მატჩიც ვერ გამართა.

კარლო ანჩელოტის გუნდის ფლეიმეიქერის უთამაშებლობის მიზეზი ტრავმები არის. მართალია, უკანასკნელ კლასიკოში "რეალის" ამჟამინდელი შვიდიანი იყო მწყობრში, მაგრამ იტალიელმა მისი გამოყვანა მაინც არ გარისკა.

ჯამში კი 2019 წლის ზაფხულიდან მოყოლებული დღემდე, მადრიდელები "ბლაუგრანას" თავისი 30-წლის გამთამაშებლის გარეშე უკვე ხუთჯერ ეთამაშნენ. აქვე დავამტებთ, "სამეფო კლუბს" აზარის ტრანსფერი 115 მილიონი დაუჯდა.