სალაჰის რეალში შესაძლო გადასვლის მცირედი შანსი მაინც არსებობს
ევროპულ პრესაში გაიჟღერა ინფორმაციამ, თითქოს მადრიდის "რეალი" დაინტერესდა "ლივერპულის" ლიდერით, მოჰამედ სალაჰით. ეგვიპტელი თავდამსხმელის სახელს "სამეფო კლუბს" პერიოდულად აქამდეც უკავშირებდნენ.
არსებობდა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც, "ბლანკოსი" მერსისაიდელებს სთავაზობდა ბარტერს - ედენ აზარი და ფული მათი ფორვარდის სანაცვლოდ. ტრანსფერის ალბათობა მოგვიანებით Goal.com-მა გამორიცხა.
საქმე ისაა, რომ "რეალი" "წითლების" მე-11 ნომრით სულ არ არის დაინტერესებული, რადგან პრიორიტეტულ სამიზნედ კილიან მბაპე რჩება. მადრიდელთა სიაში შემდეგი ერლინგ ჰოლანდი მოდის.
აქედან გამომდინარე, 29-წლის შემტევის "სამეფო კლუბში" ტრანსფერი პრაქტიკულად არარეალურია. აღსანიშნავია ისიც, რომ სალაჰის გაშვებას "სქაუზერებიც" ეწინააღმდეგებიან.