ავტორიზაცია

"რაული რეალში მსოფლიოს საუკეთესო მწვრთნელი გახდება", - მადრიდელთა ლეგენდა

"რაული რეალში მსოფლიოს საუკეთესო მწვრთნელი გახდება", - მადრიდელთა ლეგენდა
თარიღი 26 ოქტ 2021, 16:23

მადრიდის "რეალის" ლეგენდარულმა თავდამსხმელმა, ხორხე ვალდანომ შეაქო რაულ გონსალეს ბლანკო, რომელსაც მსოფლიოს მომავალი საუკეთესო მწვრთნელი უწოდა:

"რაული მსოფლიოს მომავალი საუკეთესო მწვრთნელი გახდება. მას აქვს თვისებები, რომელიც გააჩნია გვარდიოლას, მოურინიოსა და სიმეონეს. ესპანელის ენერგეტიკა უსაზღვროა.

მან ჩაატარა უბრალოდ წარმოუდგენელი სამუშაობები კასტილიაში და მინდა ავღნიშნო, რომ დამრიგებლის რანგში ის დიდ ფეხბურთში შესაბიჯებლადაც მზად არის.

გონსალესი თავის შეგირდებს ავითარებს როგორც ფიზიკური, ისე მორალური თვალსაზრისითაც. მალე, მის შესახებ მთელი საფეხბურთო სამყარო ილაპარაკებს", - განაცხადა არგენტინელმა.

შეგახსენებთ, Primera Division RFEF-ში ჩატარებული რვა ტურის შემდეგ, "სამეფო კლუბის" იუნიორები რვა ქულით მე-14 ადგილზე არიან. "ბლანკოსის" ჩამორჩენა ლიდერ "ვილიარეალ ბ"-სთან აგრეთვე რვა ქულას შეადგენს.