ავტორიზაცია

"არ აღიარებენ, მაგრამ აშკარად ასეა", - ალეგრიმ სერია ა-ს მოგების მთავარი ფავორიტი დაასახელა

"არ აღიარებენ, მაგრამ აშკარად ასეა", - ალეგრიმ სერია ა-ს მოგების მთავარი ფავორიტი დაასახელა
თარიღი 26 ოქტ 2021, 19:21

„იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა, მასიმილიანო ალეგრიმ, სერია ა-ს ჩემპიონობის მთავარი ფავორიტი დაასახელა.

„ინძაგი ამას არ აღიარებს, მაგრამ „ინტერი“ სერია ა-ს მოგების მთავარი პრეტენდენტია. ფეხბურთში შეიძლება ყველაფერი მოხდეს, მაგრამ ისინი ჯერჯერობით ტურნირის მოგების მთავარ ფავორიტებად რჩებიან.

ტრავმების სიტუაცია? რაბიო დაგვიბრუნდა. მოიზე კინი და ფედერიკო ბერნარდესკი გაურკვეველი ვადით გამოგვაკლდნენ, დანარჩენი სპორტსმენები ხელმისაწვდომები არიან.

პაულო დიბალა და ფედერიკო კიეზა კვირის მატჩში მიიღებენ მონაწილეობას, ასე რომ ყველა ბედნიერია. 

დიბალას ძალიან მნიშვნელოვანი ტექნიკური მახასიათებლები გააჩნია. ის განსხვავდება კულუშევსკისგან, მაგრამ დეიანმა მილანში საუცხოო მატჩი ჩაატარა. რაც შეეხება კიეზას - ის საუკეთესო ფეხბურთელია, რომელმაც უკვე არაერთ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა.“ - ციტირებს ალეგრის სიტყვებს Football Italia.

შეგახსენებთ, რომ სერია ა-ს წინა ტურში „ინტერი“ და „იუვენტუსი“ ერთმანეთს „ჯუზეპე მეაცაზე“ დაუპირისპირდნენ და შეხვედრა ფრედ, 1:1 დასრულდა.