რატომ დაესწრო მანჩესტერ იუნაიტედის დღევანდელ ვარჯიშს სერ ალექს ფერგიუსონი?
„მანჩესტერ იუნაიტედის“ ლეგენდარული ექს-მწვრთნელი, ალექს ფერგიუსონი, კლუბის სავარჯიშო ბაზაზე, კარინგტონზე იმყოფებოდა.
როგორც ჟურნალისტი და ინსაიდერი ფაბრიციო რომანო ამტკიცებს, ფერგიუსონის ვიზიტის მიზეზი, გუნდის ამჟამინდელი მთავარი მწვრთნელის, ოლე გუნარ სოლსკიაერის მხარდაჭერა იყო.
როგორც იცით, გაუარესებული შედეგების გამო, „მანჩესტერ იუნაიტედის“ ხელმძღვანელობა აქტიურად განიხილავს გუნდიდან სოლსკიაერის გაშვებას და მისი ანტონიო კონტეთი ჩანაცვლებას.
თუმცა, სტაფის გარკვეული წევრები ნორვეგიელის ნდობას აგრძელებენ და მისთვის კიდევ ერთი შანსის მიცემას ემხრობიან, მათ შორისაა - სერ ალექს ფერგიუსონიც, რომელსაც გუნდში სიტყვა დღემდე ეთქმის.
სწორედ ამიტომ, შოტლანდიელი ლეგენდა დღეს სავარჯიშო ბაზაზე მივიდა, გუნდის ვარჯიშს დაესწრო და ამავდროულად, სოლსკიაერს თავისი მხარდაჭერა და თანადგომა გამოუცხადა.
პრესაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ „იუნაიტედი“ სოლსკიაერს სიტუაციის გამოსასწორებლად 3 მატჩის მიცემას აპირებს - მათი ვერ მოგების შემთხვევაში, ნორვეგიელ სპეციალისტს „ოლდ ტრაფორდიდან“ გასასვლელს მიასწავლიან.