"როცა რონალდუ თამაშობდა, ოლე სკამზე იჯდა", - მაკგრეგორი მანჩესტერში მწვრთნელის სიტუაციის შესახებ

UFC-ს ორი დივიზიონის ექს-ჩემპიონმა, კონორ მაკგრეგორმა, „მანჩესტერ იუნაიტედის“ ამჟამინდელ მდგომარეობაზე ისაუბრა.
„მანჩესტერის პრობლემა იმაში მდგომარეობს, რომ ეს არის უბრალოდ ახალგაზრდა ადამიანების დაჯგუფება, რომლებიც ერთმანეთში საუბრობენ, ისინი თანატოლები არიან და ვინმე უფრო მაღალი სტატუსის მქონე უნდა მართავდეს.
ოლე თადარიგში იჯდა, როცა რონალდუ თამაშობდა. ახლა, ისინი თანაბრები არიან, რაც გუნდს ვერ წაადგება.
მე ოლეს დიდი პატივისცემით და სიყვარულით ვეპყრობი, თუმცა მისი როლი უნდა შეიცვალოს, ასეთია ჩემი მოსაზრება.“ - წერს მაკგრეგორი „ტვიტერში“.
პრესაში ნორვეგიელი მწვრთნელის მომავალზე საკმაოდ ბევრი იწერება, ამბობენ, რომ „მანჩესტერი" მის შემცვლელად ანტონიო კონტეს მოიაზრებს.

