ავტორიზაცია

"ფეხბურთის ღმერთია", - არგენტინელმა მცველმა მესის მიმართ საქებარი სიტყვები არ დაიშურა

"ფეხბურთის ღმერთია", - არგენტინელმა მცველმა მესის მიმართ საქებარი სიტყვები არ დაიშურა
თარიღი 26 Oct 2021, 23:34

„ტოტენჰემის“ და არგენტინის ნაკრების მცველმა, კრისტიან რომერომ, „პსჟ-ს“ შემტევ ლეო მესიზე ილაპარაკა.

„ნაკრებთან ერთად ტიტულების მოგება ჩემთვის მთავარია და გასულ ზაფხულს, კოპა ამერიკას მოგება ჩემთვის ყველაზე დასამახსოვრებელი და სასიხარულო ამბავი იყო კარიერაში. 

ქვეყნის მაისურით თამაში ძალიან მომწონს, მესის გვერდით ასპარეზობა კი - განსაკუთრებული სიამოვნებაა.

მე მას მხოლოდ როგორც ფეხბურთელს ვიცნობ, მაგრამ ის ნამდვილი ფეხბურთის ღმერთია. ჩემთვის დიდი პატივია, რომ მისი თანაგუნდელი და თანამემამულე ვარ. ის ახალგაზრდებს ყოველთვის ეხმარება, ძალიან მორიდებული და თავშეკავებული ბიჭია.

ის მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელად მიმაჩნია და მის გვერდით თამაში ყოველთვის საამაყოა.“ - ციტირებს რომეროს სიტყვებს Sky Sports.

გასულ ზაფხულს, არგენტინამ კოპა ამერიკას ფინალში მასპინძელ ბრაზილიას 1:0 მოუგო და 1993 წლის შემდეგ პირველად მოახერხა კონტინენტალური პირველობის მოგება, ლეოსთვის კი ეს პირველი სანაკრებო ტიტული იყო.