"სასუოლოსთან მატჩში მიზნად დავისახეთ", - ალეგრიმ იუვენტუსის მთავარი პრობლემა დაასახელა
„სასუოლოსთან“ ხვალინდელი მატჩის წინ, „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა, მასიმილიანო ალეგრიმ, გუნდის ძირითადი პრობლემა დაასახელა.
გასულ ტურში „იუვე“ ქვეყნის ჩემპიონ „ინტერს“ სტუმრად დაუზავდა - გუნდს ქულა ბოლო წუთებზე პაულო დიბალამ გატანილი პენალტით გადაურჩინა.
„სასუოლოსთან მატჩში გამარჯვება გვჭირდება, წინააღმდეგ შემთხვევაში „ინტერთან“ ბოლო წუთებზე გადარჩენილ თამაშს არანაირი მნიშვნელობა აღარ ექნება.
აშკარაა, რომ „იუვენტუსს“ უფრო მეტი გოლი სჭირდება. სეზონის სტარტზე გოლების გატანა ძალიან გვიჭირს.
მიზნად დავისახეთ, რომ „სასუოლო“ ორი ბურთის სხვაობით უნდა დავამარცხოთ და ამაზე აქტიურად ვიმუშავებთ.“ - აღნიშნა ალეგრიმ.
„სასუოლოსთან“ მატჩშ „იუვე“ ხვალ, 27 ოქტომბერს, 20:30 საათზე გამართავს.