ავტორიზაცია

VIDEO: მშვიდი გამარჯვება ბიელსას გუნდთან! არსენალი თასის მეოთხედფინალშია

თარიღი 27 ოქტ 2021, 00:57

ინგლისის თასის 1/8-ფინალში „არსენალმა“ შინ „ლიდსი“ დაამარცხა და მეოთხედფინალში გავიდა.

შეხვედრა „ემირეითს სტედიუმზე“ გაიმართა და მასპინძელთა გამარჯვებით, 2:0 დასრულდა.

55-ე წუთზე ანგარიში კალუმ ჩემბერსმა ანგარიში მოედანზე შესვლიდან რამდენიმე წამში გახსნა, მეორე გოლი კი ნკეტიამ 69-ე წუთზე შეაგდო და მატჩში საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.

შედეგად, „არსენალმა“ მარსელო ბიელსას გუნდთან მშვიდი გამარჯვება მოიპოვა და შემდეგ ეტაპზე აუღელვებლად გავიდა.