"პოგბას მომავალი? არ ვიცი, მანჩესტერს ჰკითხეთ", - რაიოლას მორიგი ორაზროვანი განცხადება
"მანჩესტერ იუნაიტედის" ცენტრალური ნახევარმცველის, პოლ პოგბას მომავალი ბუნდოვანი რჩება. ამაზე მეტყველებს ფრანგი ფლეიმეიქერის აგენტის, მინო რაიოლას კომენტარიც:
"პოგბას მომავალი? არ ვიცი, მანჩესტერს ჰკითხეთ. მოლაპარაკებების პროცესში არ შეინიშნება წინსვლა, არაფერი ახალი", - განაცხადა იტალიელმა აგენტმა თავისი კლიენტის შესახებ.
შეგახსენებთ, რომ "წითელი ეშმაკების" ჰავბეკის ამჟამინდელი კონტრაქტი გათვლილია 2022 წლის ზაფხულამდე, რაც ნიშნავს იმას, რომ 2022 წლის 1 იანვრიდან მას სხვა კლუბებთან მოლაპარაკებების გამართვა შეეძლება.
"მანჩესტერის" ექვსიანის სახელს უკავშირებენ მადრიდის "რეალს", "ბარსელონას", ტურინის "იუვენტუსსა" და "პარი სენ-ჟერმენს". თავად 28-წლის შუახაზელს "იუნაიტედში" დარჩენის იდეა აღარ ხიბლავს.