"ძალიან მხიარული და ცნობისმოყვარეა" - კვერკველია თანაგუნდელმა შეაქო
საქართველოს ნაკრების მცველი სოლომონ კვერკველია მეტალისტში ადაპტაციის პერიოდს კარგად გადის.
ამის შესახებ უკრაინული გუნდის მცველმა ანტონ სავინმა ისაუბრა და კვერკველია შეაქო.
"სოლომონი გამოცდილი და პოზიტიური ადამიანია. ამასთანავე, მხიარული და ცნობისმოყვარეა, უნდა მალე გაერკვეს სიტუაციაში. იმედი მაქვს, კვერკველია დაეხმარება გუნდს წარმატების მიღწევაში," - განაცხადა სავინმა.
29 წლის ცენტრალური მცველი მეტალისტ 1925-ს თავისუფალი აგენტის სტატუსით მოსკოვის ლოკომოტივიდან შეუერთდა და უკრაინულ გუნდთან ხელშეკრულება სეზონის ბოლომდე გააფორმა.