ცნობილი გახდა პარი სენ-ჟერმენის ფეხბურთელის ვინაობა, რომელიც ტრანსვესტიტმა დააყაჩაღა
ცნობილი გახდა „პარი სენ-ჟერმენის“ ფეხბურთელის ვინაობა, რომელიც პარიზში, ბულონის ტყის მახლობლად ტრანსვესტიტმა დააყაჩაღა.
როგორც გამოცემა 20minutes იტყობინება, ყაჩაღობის მსხვერპლი ანდერ ერერა გახდა.
ესპანელმა ფეხბურთელმა პოლიციას შეატყობინა, რომ ტრანსვესტიტი მის მანქანაში დაუკითხავად ჩაჯდა და ხელში იარაღის მსგავსი ნივთი ეკავა.
საბოლოოდ, მძარცველმა ფეხბურთელს ტელეფონი და საფულე წაართვა, რომელშიც 200 ევრო იდო. ეს ინციდენტი გუშინ, 26 ოქტომბერს მოხდა.
უფრო მეტი დეტალებისთვის კი შეგიძლიათ ქვემოთ მოცემულ სიახლეს გაეცნოთ: