"კუმანი პირველ რიგში მწვრთნელი არ არის, ადამიანია", - ანჩელოტიმ ბარსელონას გულშემატკივრები გააკრიტიკა
"რეალის" მთავარმა მწვრთნელმა, კარლო ანჩელოტიმ გასულ უქმეებზე გამართული "კლასიკოს" შემდეგ მომხდარი ინციდენტის შესახებ ისაუბრა.
მოგეხსენებათ, "ბარსელონას" გულშემატკივრები "კამპ ნოუს" მისადგომებთან გუნდის მთავარი მწვრთნელის, რონალდ კუმანის ავტომობილს დაესხნენ თავს.
"ეს უპატივცემულობაა არა მწვრთნელის, არამედ ადამიანის მიმართ. კუმანი მწვრთნელი არ არის, ადამიანია, რომელიც მწვრთნელად მუშაობს", - აცხადებს ანჩელოტი.
"ეს არა საფეხბურთო, არამედ სოციალური პრობლემაა. უხეშობის გამოვლენა", - ციტირებს იტალიელი სპეციალისტის სიტყვებს Football Espana.
შეგახსენებთ, კუმანის "ბარსელონა" მიმდინარე სეზონში საშინლად გამოიყურება - კატალონიელები ლა ლიგაში 15 ქულით მე-9 ადგილს იკავებენ, ჩემპიონთა ლიგის ჯგუფში კი მე-3 პოზიციაზე არიან.