რონალდ კუმანი: "ბარსელონადან მაშინ წავალ, როცა მწვრთნელობით სიამოვნებას ვეღარ მივიღებ"

"ბარსელონას" მთავარმა მწვრთნელმა, რონალდ კუმანმა განაცხადა, რომ კლუბში მუშაობით სიამოვნების მიღებას აგრძელებს, მიუხედავად სეზონის წარუმატებლად დაწყებისა.
"თუ დადგება ის დღე, როცა სიამოვნებას ვეღარ მივიღებ, სიხარულით წავალ და კვირაში 5-ჯერ გოლფს ვითამაშებ - ესეც სპორტის შესანიშნავი სახეობაა".
"მაგრამ ახლა ამ გზის გაგრძელება მსურს. მომწონს ფეხბურთელებთან ყოფნა, მწვრთნელობა, მატჩების ანალიზი, გამარჯვების ატმოსფეროს შეგრძნება, გადაწყვეტილებების მიღება. "კლასიკო" მომეწონა - არა შედეგი, მაგრამ ატმოსფერო".
"ვიცი, როგორ არის ყველაფერი მოწყობილი, მომავალი შედეგებზეა დამოკიდებული, მაგრამ მე სიამოვნების მიღება მინდა, რამდენ ხანსაც არ უნდა გაგრძელდეს ეს - რვა წელი, ერთი წელი, სამი თვე", - ციტირებს კუმანის სიტყვებს Diario Sport.
შეგახსენებთ, 58 წლის ჰოლანდიელი სპეციალისტის "ბარსელონა" მიმდინარე სეზონში საშინლად გამოიყურება - კატალონიელები ლა ლიგაში 15 ქულით მე-9 ადგილს იკავებენ, ჩემპიონთა ლიგის ჯგუფში კი მე-3 პოზიციაზე არიან.