ავტორიზაცია

VIDEO: წასვლის დროა, რონალდ! - ასე "გააცილეს" კუმანი კულეებმა კამპ ნოუდან კლასიკოში მარცხის შემდეგ

თარიღი 24 ოქტ 2021, 23:10

ესპანეთის ჩემპიონატის მე-10 ტურის ეგიდით, "ბარსელონა" "კამპ ნოუზე" "რეალთან" ანგარიშით 0:2 დამარცხდა.

"ელ კლასიკოს" დასრულების შემდეგ, "ლურჯ-ბროწეულისფერთა" ფანებმა გუნდის მთავარ მწვრთნელს, რონალდ კუმანს ჯოჯოხეთი მოუწყვეს. 

ჰოლანდიელ სპეციალისტს "კულეები" სტადიონის მისადგომებთან ელოდნენ და მის გამოჩენას სასიამოვნო სანახაობა ნამდვილად არ მოჰყოლია.

შეგახსენებთ, "ბარსელონა" მიმდინარე სეზონში საშინლად გამოიყურება - კატალონიელები ლა ლიგაში 15 ქულით მე-9 ადგილს იკავებენ, ჩემპიონთა ლიგის ჯგუფში კი მე-3 პოზიციაზე არიან.