ფერდინანდი: "ამჟამინდელი მანჩესტერი ისე გამოიყურება, თითქოს ჯგუფებადაა დაყოფილი"
"მანჩესტერ იუნაიტედის" ყოფილმა მცველმა, რიო ფერდინანდმა "ლივერპულთან" (0:5) განადგურების შემდეგ კლუბის პრობლემებზე ისაუბრა.
"ეს გავლილი მაქვს, შინაურ კედლებში "სიტისთან" 1:6 დავმარცხდით. მაგრამ ჩვენ იდენტობა გვქონდა, რომელიც რამდენიმე კვირაში გამოჯანმრთელების საშუალებას გვაძლევდა".
"ამაშია ამჟამინდელი გუნდის პრობლემა. მათ იდენტობის, თვითგამორკვევის პრობლემები აქვთ".
"როცა თამაშს უყურებ, კითხვები გიჩნდება. ფიქრობ: "ვინ ვართ?" აწვდის თუ არა მწვრთნელი ფეხბურთელებს სწორ ინფორმაციას? და თუ კი, მაშინ ფეხბურთელები არ უსმენენ მას?".
"აი, რა სჭირდება მწვრთნელს ძირამდე მისასვლელად. რადგან ჯერჯერობით გუნდი ისე გამოიყურება, თითქოს ჯგუფებადაა დაყოფილი", - ციტირებს ფერდინანდის სიტყვებს The Independent.