ავტორიზაცია

"ფიფამ და უეფამ ამ პრობლემას უნდა მიხედონ და გამოასწორონ", - ანჩელოტის კრიტიკული განცხადება

"ფიფამ და უეფამ ამ პრობლემას უნდა მიხედონ და გამოასწორონ", - ანჩელოტის კრიტიკული განცხადება
თარიღი 27 ოქტ 2021, 23:46

მადრიდის "რეალის" მთავარი მწვრთნელი, კარლო ანჩელოტი საფეხბურთო კალენდარს ზედმეტად გადატვირთულად მიიჩნევს.

"ახლა ბევრი ფეხბურთი გადის და როგორც გულშემატკივარს, ეს მომწონს", - ციტირებს იტალიელი სპეციალისტის სიტყვებს ჟურნალისტი, ჯანლუკა დი მარციო.

"თუმცა, როგორც მოვლენათა მონაწილე, როგორც მწვრთნელი ვფიქრობ, რომ ეს ტოპ-დონის გუნდების მომზადებისთვის საუკეთესო ვარიანტი არ არის. ბევრ მატჩში თამაშის დონე დაეცა".

"ვფიქრობ, ამჟამად კალენდარში ზედმეტად ბევრი თამაშია, ეს გამოსასწორებელია. ფიფა და უეფა ამით უნდა დაკავდნენ, რადგან თუ ფეხბურთელები ძალიან გადაიღლებიან, მატჩი არ შედგება", - დასძინა ანჩელოტიმ.