ავტორიზაცია

რუდიგერმა ჩელსის მთავარი მოთხოვნა წაუყენა — გერმანელი მცველი დიდ ხელფასს ითხოვს

რუდიგერმა ჩელსის მთავარი მოთხოვნა წაუყენა — გერმანელი მცველი დიდ ხელფასს ითხოვს
თარიღი 28 ოქტ 2021, 00:28

"ჩელსი" გუნდის ცენტრალურ მცველ ანტონიო რუდიგერთან კონტრაქტის გახანგრძლივებაზე აწარმოებს მოლაპარაკებებს, რომელიც ზაფხულში შეიძლება თავისუფალი აგენტი გახდეს.

როგორც ცნობილი გერმანული გამოცემა Bild-ის ჟურნალისტი, კრისტიან ფალკი იტყობინება, 28 წლის უკანახაზელმა "არისტოკრატებს" თავისი მთავარი მოთხოვნის შესახებ ამცნო.

გავრცელებული ინფორმაციით, რუდიგერს, რომელსაც ლონდონურ კლუბთან მოქმედი ხელშეკრულების ვადა ზაფხულში ეწურება, წლიური ხელფასის სახით 12 მილიონი ევროს მიღება უნდა, გადასახადების გადახდამდე.

აღსანიშნავია, რომ ინგლისში ფეხბურთელების ხელფასების 45% ეგრედ წოდებულ გადასახადებში მიდის.

მიმდინარე სეზონში რუდიგერმა "ჩელსის" მაისურით ყველა ტურნირზე ერთად 12 მატჩი ჩაატარა, 1 გოლი გაიტანა და 1 ასისტიც მიითვალა.