ავტორიზაცია

"ბარსელონამ მეტოქეს აჯობა, უსამართლოდ დავმარცხდით", - კუმანი რაიოსთან წაგების შემდეგ

"ბარსელონამ მეტოქეს აჯობა, უსამართლოდ დავმარცხდით", - კუმანი რაიოსთან წაგების შემდეგ
თარიღი 28 ოქტ 2021, 01:00

"ბარსელონას" მთავარმა მწვრთნელმა, რონალდ კუმანმა ლა ლიგის მე-11 ტურში "რაიო ვალეკანოსთან" (0:1) გამართული მატჩის შედეგი შეაფასა.

"პირველი 15 წუთი თამაშში ვერ შევედით, მაგრამ შემდეგ ჩვენ ვაკონტროლებდით. მომენტები გვქონდა და ეს მახარებს, მაგრამ მათი გამოყენება ვერ მოვახერხეთ".

"ჩვენი სულისკვეთებისთვის ანგარიშის გათანაბრება სასარგებლო იქნებოდა, რადგან ვგრძნობდით, რომ მეტოქეს ვჯობდით. მაგრამ ვერ გავიტანეთ და სრულიად ბუნებრივია, მეტი ეჭვი გაჩნდა".

"მეტოქეს ვაჯობეთ, შედეგი უსამართლოა. არც საქმისადმი მიდგომით და არც თამაშით არ ჩამოვრჩებოდით. საქმე მხოლოდ იმაშია, რომ გატანა ვერ შევძელით".

"არა მგონია, სხვა გუნდები მათ წინააღმდეგ იმდენ მომენტს ქმნიდნენ, რამდენიც ჩვენ გვქონდა", - ციტირებს კუმანის სიტყვებს Marca.