საჰაერო დუელების მეფე, რომელიც თავის სამეფოში არ ბინადრობს - რონალდუს უცნაური სტატისტიკა მანჩესტერში
ახალი ამბავი არ არის, რომ, კრიშტიანუ რონალდუს ერთ-ერთი მთავარი ძლიერი მხარე არის საჰაერო ორთაბრძოლები, თუმცა "მანჩესტერ იუნაიტედი" ამ იარაღს არ იყენებს.
"წითელ ეშმაკებში" დაბრუნების დღიდან, პორტუგალიელ თავდამსხმელს თავით დარტყმის შესაძლებლობა მიეცა სულ რაღაც ხუთჯერ, სამი დარტყმა საერთოდ საკუთარი საჯარიმოდან ბურთის გამოტანას ემსახურებოდა.
გასაკვირი არ არის, რომ "მანკუნიანელების" ფორვარდის ანგარიშზე საჰაერო ორთაბრძოლაში არის სულ რაღაც ერთი გოლი - ბერგამოს "ატალანტასთან" ჩემპიონთა ლიგაზე.
აქვე დავამატებთ, "მანჩესტერის" შვიდიანმა მიმდინარე სეზონში ცხრა შეხვედრაში ექვსი გოლის გატანა მოასწრო. როგორც ვხედავთ, 36-წლის შემტევის მთავარი იარაღი ჯერჯერობით ფეხია.