ადრიანი: "არ ვიცი, როგორ ვარჯიშობენ რონალდუ და მესი, მაგრამ ვიცი სალაჰის შესახებ"
"ლივერპულის" გოლკიპერმა, ადრიან კასტილიომ გუნდის თავდამსხმელის, მოჰამედ სალაჰის მიმართ საქებარი სიტყვები არ დაიშურა.
"არ ვიცი, როგორ ვარჯიშობენ და მუშაობენ ყოველდღე კრიშტიანუ რონალდუ და ლიონელ მესი, მაგრამ ვიცი მოს შესახებ! ის ნამდვილი შრომისმოყვარეა. დასვენების დღეები არ აქვს. ან ვარჯიშობს ან აღდგენით პროცესებს გადის. თამაშის დასრულებიდან რამდენიმე საათის შემდეგაც კი რაღაცას აკეთებს, რათა ძალები აღიდგინოს და მომდევნო მატჩისთვის მოემზადოს".
"წარმოუდგენლად ვარჯიშობს. ის, რომ ახლა მო ასეთ ფორმაშია, გამართლება არ არის. სალაჰი მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესოა, თავის დონეს თითოეულ მატჩში აჩვენებს - იტანს, ასისტებს აკეთებს, ტემპს ინარჩუნებს, დრიბლინგზე მიდის. მო შესანიშნავია და ეს დაიმსახურა. ძალიან გახარებულები ვართ მის გამო, მაგრამ სალაჰს ზურგს უკან გუნდი სჭირდება და ამას აცნობიერებს".
"სალაჰი გასახდელში ერთ-ერთი ყველაზე თავმდაბალია, შეუჩერებელი! სასიამოვნოა, როცა გუნდში ასეთი ფეხბურთელი გყავს. ჩინებული პერიოდი აქვს, მოედანზე 11 ფეხბურთელი გადის, განაცხადში კი 25 გვყავს. გუნდი ვართ და ერთმანეთს ყოველდღე წინ ვუბიძგებთ".
"მაგრამ დიახ, ჩემი აზრით, მო ნამდვილად მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესოა", - ციტირებს ესპანელი კიპერის სიტყვებს Goal.com.