"გაუგებარია, როგორი თამაშის ხილვა სურს", - პსჟ-ს ყოფილმა ფეხბურთელმა პოჩეტინო გააკრიტიკა
"პსჟ"-ს ყოფილმა ფეხბურთელმა, ჟერომ როტენმა პარიზელთა მთავარი მწვრთნელის, მაურისიო პოჩეტინოს მუშაობა გააკრიტიკა.
"ბოლო 8 მატჩია "პსჟ" მთელი 90 წუთის განმავლობაში კარგი ერთხელაც კი არ ყოფილა. ზოგჯერ ტაიმს ატარებს კარგად, ზოგჯერ 20-30 წუთს".
"ცოტა გამოვრიცხავ "მანჩესტერ სიტისთან" მატჩს, მაგრამ "ბრიუგესთან", "ლიონთან", "რენთან", "ანჟერთან", "ლაიფციგთან", "მარსელთან" შეხვედრებში გუნდის თითოეულ ფეხბურთელს რაღაც აკლდა. გაუგებარია, როგორი თამაშის ხილვა სურს პოჩეტინოს".
"როცა პოჩეტინო მოვიდა, მასში ეჭვი არ მეპარებოდა. ახლა კი სიტუაცია შეიცვალა. პრესასთან მისი საუბარი გვაბნევს, მაგრამ უპირველეს ყოვლისა მისი სათამაშო პრინციპები იწვევს კითხვებს, ის, თუ როგორი თამაშის ჩვენება სურს. არ ვიცით, სადამდე მიგვიყვანს ეს".
"ამბობს, რომ ყველაფერი ნორმალურადაა და გუნდი პროგრესირებს. მაგრამ წინსვლა არ არის, ბატონო პოჩეტინო, მხოლოდ რეგრესია", - ციტირებს როტენის სიტყვებს RMC Sport.