ავტორიზაცია

VIDEO: ულამაზესი შესრულება! - საბა ლობჟანიძის შესანიშნავი გოლები ვარჯიშზე

თარიღი 28 ოქტ 2021, 21:53

საქართველოს ნაკრების ნახევარმცველი საბა ლობჟანიძე მიმდინარე სეზონში შესანიშნავ ფორმაშია.

თურქული ჰატაისპორის მაისურით ჩატარებულ 9 შეხვედრაში 26 წლის შემტევის აქტივში 3 გოლი და 5 საგოლე პასია - ეს სტატისტიკა კარგად ასხავს, როგორ სათამაშო მდგომარეობაშია ქართველი ფეხბურთელი.

სოციალურ ქსელში საფეხბურთო გვერდ GEO TEAM-ზე გავრცელდა ვიდეო, სადაც თურქულ ჰატაისპორის ვარჯიშზე 26 წლის შემტევი მიყოლებით ულამაზეს გოლებს იტანს.

საბა ლობჟანიძე ჰატაისპორს 2021 წლის ივნისში თავისუფალი აგენტის სტატუსით ანკარაგუჯუდან შეუერთდა.