VIDEO: მამუჩაშვილის ლამაზი გოლი და ტრავმა - ბათუმის დინამო თასის 1/2 ფინალშია
საქართველოს დავით ყიფიანის 1/4 ფინალური ეტაპის მატჩში ლოკომოტივი დინამო ბათუმთან 1-3 დამარცხდა.
ანგარიში აჭარლებმა მე-15 წუთზე ჯაბა ჯიღაურის ზუსტი დარტყმით გახსნეს, მე-20 წუთზე კი გიორგი ფანცულაიამ უპირატესობა ორამდე გაზარდა.
ლოკომოტივმა სხვაობა 35-ე წუთზე შეამცირა. უკრაინელი მცველის ოლექსანდრ აზაცკის შეცდომით თორნიკე კირკიტაძემ ისარგებლა.
შეხვედრის საბოლოო ანგარიში 54-ე წუთზე ვლადიმერ მამუჩაშვილმა შორეული გასროლით დააფიქსირა, თუმცა მალევე ბათუმელთა მნიშვნელოვანმა ფეხბურთელმა ტრავმა მიიღო და მე-60 წუთზე შეცვალეს.
დავით ყიფიანის 1/2 ფინალურ ეტაპზე ახლა 4 გუნდია გასული: საბურთალო, გორი, სამგურალი და ბათუმის დინამო.