ავტორიზაცია

კონტრაქტი ამბიციურ გუნდთან - ჩისკო ახალ ესპანურში კლუბში დაინიშნა

კონტრაქტი ამბიციურ გუნდთან - ჩისკო ახალ ესპანურში კლუბში დაინიშნა
თარიღი 27 Oct 2021, 18:22

დინამო თბილისის ყოფილი მწვრთნელი ჩისკო მუნიოსი ამიერიდან ესპანურ უესკას გაწვრთნის.

ამის შესახებ ესპანური კლუბის ოფიციალური ვებგვერდი იუწყება და წერენ, რომ მხარეებს შორის 2-წლიანი ხელშეკრულება გაფორმდა. გუნდმა ახალ მწვრთნელთან ერთად გამოცდილი ფორვარდი ფერნანდო ლორენტე დაიმატა.

შეგახსენებთ, რომ ჩისკო მუნიოსი თბილისის დინამოსთან ერთად, მწვრთნელის რანგში, ორჯერ გახდა საქართველოს ჩემპიონი, რის შემდეგაც ინგლისურ უოტფორდში დაინიშნა და გუნდი პრემიერ ლიგაში ამოიყვანა, 7 ტურის შემდეგ კი გაათავისუფლეს.

უესკა ამჟამად ლა ლიგა 2-ში ასპარეზობს და 12 ტურის შემდეგ 15 ქულით მე-12 პოზიციაზეა. გუნდის მიზანი ლა ლიგაში აღზევებაა, გადმოსასვლელ პლეი-ოფთან სხვაობა ამჟამად 4 ქულაა.