ავტორიზაცია

ყველაფერი გეგმის მიხედვით მიდის - როდის ველოდოთ მოედანზე კიტეიშვილის დაბრუნებას?

ყველაფერი გეგმის მიხედვით მიდის - როდის ველოდოთ მოედანზე კიტეიშვილის დაბრუნებას?
თარიღი 27 ოქტ 2021, 18:09

საქართველოს ნაკრების ნახევარმცველი ოთარ კიტეიშვილი მოედანს, სავარაუდოდ, ახალი წლის იანვარში დაუბრუნდება.

ამის შესახებ ავსტრიულ პრესაში გრაცის შტურმის სპორტულმა დირექტორმა ანდრეას შიკერმა განაცხადა.

"შემოდგომა ყოველთვის ინტენსიურია და ორმაგად სამწუხაროა, რომ ამ პერიოდში რამდენიმე მნიშვნელოვანი მოთამაშე გვაკლია. ოთარ კიტეიშვილის რეაბილიტაციის პროცესი გეგმის მიხედვით მიდის და იგი მოედანს 2022 წლის იანვარში დაუბრუნდება," - განაცხადა ანდრეას შიკერმა.

ოთარ კიტეიშვილმა ქუსლის იოგის ტრავმა სექტემბერში, ევროპა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე პსვ-ს წინააღმდეგ მიიღო, რის გამოც ოპერაციის გაკეთება გახდა საჭირო.

არადა, 25 წლის ნახევარმცველი შესაშურ ფორმაში იყო. მიმდინარე სეზონში მის აქტივში 12 მატჩში 4 გოლი და 4 საგოლე გადაცემა იყო.