ავტორიზაცია

VIDEO: მე-13 გოლი კორეაში - ყაზაიშვილმა კვლავ გაიტანა

თარიღი 27 ოქტ 2021, 16:40

სამხრეთ კორეის თასის 1/2 ფინალში ულსან ჰიუნდაი საკუთარ მოედანზე ჯეონამთან 1-2 დამარცხდა და გათამაშებას გამოეთიშა.

აღნიშნულ შეხვედრაში შეუცვლელად ულსანელთა შემადგენლობაში ქართველმა ნახევარმცველმა ვაკო ყაზაიშვილმა, რომელმაც მე-80 წუთზე თერთმეტმეტრიანი გაიტანა.

ვაკო ყაზაიშვილისთვის ულსან ჰიუნდაის მაისურით ეს მე-13 გოლი იყო. 

28 წლის ნახევარმცველი გუნდს თავისუფალი აგენტის სტატუსით 2021 წლის თებერვალში შეუერთდა, მას შემდეგ 39 მატჩში მიიღო მონაწილეობა, 13-ჯერ გაიტანა და 5 საგოლე პასი შეასრულა.