ავტორიზაცია

"კვარაცხელია ხალხის ძახილმა გააფუჭა" - რუსი მსაჯი ხვიჩაძე

"კვარაცხელია ხალხის ძახილმა გააფუჭა" - რუსი მსაჯი ხვიჩაძე
თარიღი 27 ოქტ 2021, 14:21

რუსეთში წარსულში ცნობილ მსაჯ სერგეი ჰუსეინოვს ყაზანის რუბინის ბოლოდროინდელ პერიოდზე ჰკითხეს.

ჰუსეინოვმა ხვიჩა კვარაცხელიაზეც ისაუბრა და თქვა, რომ მიმდინარე სეზონში ქართველის ცუდი სათამაშო ფორმა გასულ წელს ხალხისგან შექმნილი წარმოდგენების ბრალია.

"სახელი და გვარებით შეიძლება წელს რუბინს უკეთესი შემადგენლობა ჰყავს, მაგრამ შარშანდელზე უარესი გუნდია. ახლა მეორე პუნქტი: საგრძნობლად დაეცა ხვიჩა კვარაცხელიას თამაშის ხარისხი. ყველა კაცის მოტყუებაზე უყვიროდნენ, ო ხვიჩა, ხვიჩა! და სად წავიდა? მანჩესტერში? შემდეგ რა მოხდა? ის, რაც ქართველებს ემართებათ, მოტივაცია დაუვარდათ, ვარჯიშს უკლეს და ახლა ცუდ ფორმაშია," - განაცხადა სერგეი ჰუსეინოვმა.

მიმდინარე სეზონში 20 წლის ნახევარმცველის სტატისტიკა მართლაც არაა შთამბეჭდავი. კვარაცხელიამ წელს 12 მატჩში მიიღო მონაწილეობა, 1 გოლი გაიტანა და 2 საგოლე პასი გააკეთა.