ავტორიზაცია

"ჩემს ცხოვრებაში ძალიან ემოციური დღეა" - ჩაკვეტაძის პირველი კომენტარი გოლის შემდეგ

"ჩემს ცხოვრებაში ძალიან ემოციური დღეა" - ჩაკვეტაძის პირველი კომენტარი გოლის შემდეგ
თარიღი 28 Oct 2021, 00:32

ბელგიის თასის 1/16 ფინალურ ეტაპზე გენტი საკუთარ მოედანზე ბელისია ბილზენს დაუპირისპირდა და 4-0 გაანადგურა.

აღნიშნულ მატჩში მე-60 წუთზე ქართველმა ნახევარმცველმა გიორგი ჩაკვეტაძემ პენალტის ნიშნულიდან გაიტანა. 22 წლის შემტევმა თამაში სასტარტო შემადგენლობიდან დაიწყო და 65-ე წუთზე შეცვალეს.

მატჩის დასრულების შემდეგ GOAL.GE გიორგი ჩაკვეტაძეს ბელგიაში დაუკავშირდა და მასთან აღნიშნულ გოლზე და გატანილი ბურთის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

"ეს არის ძალიან ემოციური დღე ჩემს ცხოვრებაში. მძიმე ოპერაციის შემდეგ პირველი გოლი გავიტანე ოფიციალურ მატჩში. თავს კარგად ვგრძნობ. ეს გოლი ჩემთვის ფსიქოლოგიური თვალსაზრისით ძალიან მნიშვნელოვანი იყო"

ცუდი პერიოდი მოტოვებულია. ძალიან დიდ მხარდაჭერას ვგრძნობ გულშემატკივრების მხრიდან, დიდი მადლობა მათ ამისთვის," - განაცხადა 22 წლის ნახევარმცველმა GOAL.GE-სთან საუბრისას.

მიმდინარე სეზონში გიორგი ჩაკვეტაძის აქტივში 11 მატჩი, 1 გოლი და 2 საგოლე პასია.

კონტრაქტი ამბიციურ გუნდთან - ჩისკო ახალ ესპანურში კლუბში დაინიშნა