VIDEO: გოლი 980-დღიანი პაუზის შემდეგ! გიორგი ჩაკვეტაძემ ბელგიის თასზე გაიტანა
ბელგიის თასის 1/16 ფინალურ ეტაპზე გენტი საკუთარ მოედანზე ბელისია ბილზენს დაუპირისპირდა და 4-0 გაანადგურა.
აღნიშნულ მატჩში მე-60 წუთზე ქართველმა ნახევარმცველმა გიორგი ჩაკვეტაძემ პენალტის ნიშნულიდან გაიტანა. 22 წლის შემტევმა თამაში სასტარტო შემადგენლობიდან დაიწყო და 65-ე წუთზე შეცვალეს.
გიორგი ჩაკვეტაძისთვის ეს გოლი ძალიან მნიშვნელოვანი იყო. ფეხბურთელმა მძიმე ოპერაციის შემდეგ ოფიციალურ შეხვედრაში პირველად გაიტანა. ბოლო მისი ოფიციალური გოლი 2019 წლის აპრილში იყო.