აგენტი: "ლუკაკუ მანჩესტერში გატარებულ ბოლო სეზონში არა მხოლოდ ჩელსიზე, რეალზეც ოცნებობდა"
"ჩელსის" ფორვარდ რომელუ ლუკაკუს აგენტმა, ფედერიკო პასტორელომ თავისი კლიენტის ლონდონურ კლუბში დაბრუნებაზე განცხადება გააკეთა.
"ვიცოდი, რომ ლუკაკუსთვის ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარა მნიშვნელოვანი იქნებოდა. 3-4 ტოპ-კლუბი ეძებდა ძლიერ თავდამსხმელს, ბაზარზე კი ასეთი ბევრი არ ყოფილა".
"მანჩესტერ იუნაიტედში" გატარებულ ბოლო სეზონში ლუკაკუ მუდმივად "ჩელსიზე" ფიქრობდა. "რეალზეც", ესეც უნდა ვაღიაროთ. მისთვის იქ გადასვლაც ოცნება იყო, მაგრამ მთავარი სამიზნე ყოველთვის "ჩელსი" გახლდათ, 100 პროცენტით".
"ჩელსი" მისი ბავშვობის სიყვარულია, ამიტომაც დაბრუნება ყოველთვის უნდოდა. ეს სიამაყის საკითხი იყო", - ციტირებს პასტორელოს სიტყვებს Sky Sports.
შეგახსენებთ, 28 წლის ბელგიელი "არისტოკრატებმა" გასულ ზაფხულს "ინტერიდან" 115 მილიონ ევროდ იყიდეს.