ცნობილია, თუ ვინ იქნება ბარსელონას მთავარი მწვრთნელის რანგში ხავის პირველი სატრანსფერო სამიზნე
"ბარსელონას" ყოფილმა ნახევარმცველმა, ხავიმ, რომელიც ძალიან მალე გუნდის ახალი მთავარი მწვრთნელი გახდება, კლუბს ხელმძღვანელობას პირველი სასურველი ფეხბურთელი უკვე დაუსახელა.
როგორც ცნობილი ესპანელი ჟურნალისტი, ხერარდ რომერო იტყობინება, 41 წლის ესპანელ სპეციალისტს სწრაფი ცენტრალური მცველის ყიდვა უნდა.
გავრცელებული ინფორმაციით, ხავი იდეალურ კანდიდატად "სევილიას" რიგებში მოასპარეზე ჟიულ კუნდეს მიიჩნევს.
გარდა ამისა, კატალონიელთა ლეგენდარულ ფეხბურთელს შეტევის ფლანგებზე ანსუ ფატისა და უსმან დემბელეს გამოყენება უნდა.
შეგახსენებთ, "ბარსელონა" 24 წლის ფრანგ ფეხბურთელს ახალ კონტრაქტზე ჯერ ვერ უთანხმდება, მოქმედი ხელშეკრულების ვადა მას 2022 წლის ზაფხულში ეწურება.