რა თანხა დაუჯდება ბარსელონას ხავის კონტრაქტის გამოსყიდვა ალ-სადიდან?
ევროპულ პრესაში უკვე საკმაოდ აქტიურად იწერება იმის შესახებ, რომ "ბარსელონასა" და ხავი ერნანდესს შორის წინასწარი შეთანხმება უკვე შედგა. კატალონიელი სამშობლოში სანაკრებო პაუზის დროს დაბრუნდება.
კატალონიური კლუბი ამ დროისთვის აგვარებს "ალ-სადის" ამჟამინდელი მთავარი მწვრთნელის კონტრაქტის დეტალებსა და მისი გამოსყიდვის შესაძლებლობასაც განიხილავს.
Diario Sport-ის თანახმად, 41-წლის დამრიგებლის კლაუსულა, ანუ გამოსასყიდი თანხა შეადგენს ერთ მილიონ ევროს, რაც თანამედროვე ფეხბურთის სტანდარტებით არც ისე ბევრია.
შეგახსენებთ, რომ "ბლაუგრანა" ცოტა ხნის წინ დაემშვიდობა რონალდ კუმანს, რომლისთვისაც კომპენსაციის სახით კლუბს 12 მილიონი ევროს გადახდაც მოუწევს.
აქვე დავამატებთ, ხავი არასდროს მალავდა "ლურჯ-ბროწეულისფრებში" დაბრუნების სურვილს, თუმცა ნიდერლანდელი თავკაცის გაშვებამდე, ის მოლაპარაკებას არ მართავდა.
წინასწარი თანხმობა უკვე არსებობს?! - ხავის ბარსელონაში ელიან